მთავარიევროპაესპანეთივალენსიაში წყალდიდობის გამო საკანალიზაციო სისტემა მოიშალა

ვალენსიაში წყალდიდობის გამო საკანალიზაციო სისტემა მოიშალა

ესპანეთის ვალენსიის რეგიონში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერი წყალდიდობის შედეგად  საკანალიზაციო სისტემა სრულად მოიშალა.

შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ კანალიზაციის მილების გაწმენდას. ისინი წყლის დიდი ნაკადით არბილებენ ტალახს, შემდეგ კი  სხვა მილით გამოაქვთ ჭუჭყი.

მუშაობა გრძელდება პიაპორტაშიც, სადაც 75 კილომეტრის სიგრძის საკანალიზაციო სისტემის 60 პროცენტია გაწმენდილი.

პაიპორტის მერი მარია ისაბელ ალბალატი ამბობს, რომ ქალაქში კანალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. მათ არ შეუძლიათ, კანალიზაციის სისტემაში  წყალი ჩაასხან ან ნარჩენები ჩაუშვან, რადგან ეს პრობლემას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

ამასთან, მიწისქვეშა ავტოფარეხები ჯერ კიდევ სავსეა ტალახით, რომელმაც  შესაძლოა სასმელი წყალიც დააბინძუროს. თუმცა ესპანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგიონში ჯერჯერობით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა გამოვლენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend