სტუდენტური მოძრაობები თბილისსა და ბათუმში აპროტესტებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და კენჭისყრის ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
სტუდენტების ნაწილმა 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად, ღამე გაათენეს და დღეს, 15 ნოემბერსაც გეგმავენ უნივერსიტეტის შენობაში დარჩენას.
პროტესტის დაწყებიდან მალევე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოეხმაურნენ სხვა სტუდენტური მოძრაობებიც და მათ სოციალურ ქსელებში სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები გაავრცელეს.