მთავარიევროპაუკრაინათეთრი სახლი უკრაინისთვის 7.1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დაჩქარებას გეგმავს

თეთრი სახლი უკრაინისთვის 7.1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დაჩქარებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვადის ამოწურვამდე თეთრი სახლი გეგმავს, უკრაინისთვის $7.1 მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა დააჩქაროს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე, საბრინა სინგის განცხადებით, და ამბობს, რომ $4.3 მილიარდი დოლარი პირდაპირ გადაეცემა უკრაინას, ხოლო $2.8 მილიარდი დაიხარჯება იმ შეიარაღებაზე, რომლის გადაცემის პირობაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დადო. პენტაგონის ცნობით, ეს პროცესი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა დასრულდეს.

„დრო ცოტაა, სულ რაღაც 70 დღეზე ნაკლები, თუმცა ჩვენს დეპარტამენტს ამ დროში შესანიშნავი სამუშაოს გაწევა შეუძლია. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს უკრაინისთვის გაიღოს ყველაფერი, რისი უფლებაც მან ვადის ამოწურვამდე კონგრესისგან მიიღო. სწორედ ამიტომ, უზრუნველვყოფთ, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს. ჩვენ ყოველკვირეულად ვეხმარებოდით უკრაინას. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომდევნო კვირებში ყველა დარჩენილ რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანას ბრძოლის ველზე ყველა საჭირო დახმარება მივაწოდოთ“, – ამბობს საბრინა სინგი, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე.

პრესმდივნის მოადგილეს მედიამ შეკითხვები დაუსვა თავდაცვის მდივნის კანდიდატურად პიტ ჰეგსეტის წარდგენის თაობაზეც, თუმცა პენტაგონის წარმომადგენელმა ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ამ შენობაში არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ და საჯარო სამსახურს საკუთარი ცხოვრება შესწირეს. ძალიან მიხარია, რომ ამ დეპარტამენტში მათ შევხვდი. ისინი მისიის შესრულებაზე არიან კონცენტრირებული და ეს ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავდაცვის მომავალ მდივანსა და მის გუნდს პროცესები მშვიდობიანად გადავაბაროთ“, – ამბობს საბრინა სინგი.

აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტი უკრაინისთვის, შედარებით მცირე იყო – $200-დან $300 მილიონ დოლარამდე. თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ ეს თანხები უკვე დამტკიცებულია და მისი შეცვლა რთული იქნება, რადგან ახალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა დახმარების პაკეტი სრულებით არ დაამტკიცოს.

შესაბამისად, დეპარტამენტი ახლა იმაზე იქნება ორიენტირებული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე უკრაინას მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend