ცნობილმა ლიბანელმა დიზაინერმა ელი სააბმა გრანდიოზული ჩვენება მოაწყო საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, რეგიონის უდიდეს გასართობ ფესტივალზე.
ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ელი სააბის 1001 სეზონი“, უამრავმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. დიზაინერმა თავისი ნამუშევრებით დამსწრე საზოგადოებას ახლო აღმოსავლეთის კულტურა გააცნო.
ფესტივალს სხვა ვარსკვლავებთან ერთად ესწრებოდა ოსკაროსანი მსახიობი ჰოლი ბერი. მას ელი სააბის კაბა ეცვა, სწორედ მაშინ, როდესაც 2002 წელს ოსკარი მოიგო.
ღონისძიება გაიხსნა ჯენიფერ ლოპესის მუსიკალური შესრულებით, რასაც მოჰყვა კამილა კაბელიოსა და სელინ დიონის წარმოდგენები. სელინ დიონი პარიზის ოლიმპიადის შემდეგ პირველად გამოჩნდა ცოცხალი შესრულებით.
„მოდა გახდა უფრო გლობალური. როცა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, არაბული რეგიონისა და ევროპისთვის ვმუშაობდი. ახლა ვქმნი ერთ საერთო კოლექციას, რადგან ყველაფერთან ერთად ჩვენი პროფესიაც წავიდა წინ, გაჩნდა ტექნოლოგია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი აზრით, მოდა ყოველთვის შესანიშნავია“, – განაცხადა დიზაინერმა ელი სააბმა.