მთავარისაქართველოსაქართველო და აშშ - ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბრუნება

საქართველო და აშშ – ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაბრუნება

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას, მსოფლიოს მასშტაბით განიხილავენ პოლიტიკური ლიდერები.

როგორი იქნება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა, ეს ჯერ უცნობია, თუმცა კონტურები წინასაარჩევნოდ უკვე გამოკვეთილი იყო. და როგორ პოლიტიკას გაატარებს ტრამპის ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპასთან, კერძოდ საქართველოსთან მიმართებაში. ამ საკითხზე უკვე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები.

მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმებიან, მათი განცხადებით კონსერვატორი პოლიტიკოსის პრეზიდენტობას შეერთებულ შტატებში. „ქართული ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ბოლო დროს არსებული დაძაბული ურთიერთობა გამოსწორდება.

„ვფიქრობ, ტრამპი მაინც კონსერვატორია შეხედულებებით და პოლიტიკით. არ იზიარებს ლიბერალურ ფაშიზმს, რაც არამხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოშია გაბატონებული და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. რასაც საქართველოში ვხედავთ ფსევდოლიბერალიზმს, ჩვეულებრივი ფაშიზმია. სხვათა შორის, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ძალიან ხშირი იყო იმ ტიპის განცხადებები, რომ თუ რაიმე არასწორად არ კეთდებოდა რუსულ კვალს ხედავდნენ. თუ ვინმე მათთვის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებდა, საუბრობდნენ, რომ რუსეთუმეა. ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს“, – აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი თვლიან, რომ ამერიკის ზოგადი საგარეო კურსი, ის რაც ამ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებშია, არ შეიცვლება. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საქართველოს მთვარობაში მათი თქმით, მითვისებული არჩევნების გზით მოსულ ხელისუფლებას არ მიიღებს.

“დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება განსაკუთრებით, მათ შორის, იმ ფონზე, რომ არამხოლოდ პრორუსულია ივანიშვილი, არამედ, მან საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ჩაანაცვლა, მათ შორის, ამერიკა ისეთი სახელმწიფოებით, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და თანამშრომლობს ტერორისტულ ჯგუფებთან, სადაც „სიკვდილი ამერიკას“ – სკანდირებენ ირაკლი კობახიძის თანდასწრებით. მორიგი დეზინფორმაცია და ტყუილი ივანიშვილის პროპაგანდისტული არხების მხრიდან – ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს რუსული პროპაგანდისთვის იყენებს”, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თინა ბოკუჩავა.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალ საკითხში სტრატეგიული პარტნიორობის არაერთი მყარი ხელშეკრულება და თანამშრომლობა აკავშირებს. ორივე ქვეყნისთვის ეს გარემოება თანამშრომლობის უზრუნველყოფისთვის ქმნის ორმხრივ ვალდებულებებსაც.

რა ფორმით გაგრძელდება დედამიწის წამყვანი და აღმოსავლეთ ევროპის ძირძველი სახელმწიფოს ურთიერთობა, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საპრეზიდენტო ოფისს, 47-ე პრეზიდენტის რანგში დაუბრუნდება. და როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს – ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებას გაუძლებს

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend