მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები თავს დაესხნენ ზაპორიჟიასა და ხარკივს

რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ზაპორიჟიასა და ხარკივს

უკრაინის რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ზაპორიჟიაზე, დაიღუპა ექვსი ადამიანი. შემთხვევის ადგილას გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. რუსეთი ასევე თავს დაესხა ხარკივის საცხოვრებელ უბანს, რის შედეგადაც ხუთსართულიანი კორპუსი დაზიანდა. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსები აქტიურად ესხმიან თავს ამ ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს. გასულ უქმეებზე ხარკივზე მიტანილი იერიშის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში, ბრძოლის ველზე, უკვე გამოჩნდა 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი. უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებისგან უფრო ძლიერ მხარდაჭერას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეტაკებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთკორეელ ჯარისკაცებს შორის მსოფლიოში არასტაბილურობის ახალ ტალღას წარმოქმნის.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:29
spot_imgspot_img
Send this to a friend