მთავარიმსოფლიოNATOმარკ რუტე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა

მარკ რუტე ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა

5 ნოემბერს ნატოს ხელმძღვანელი მარკ რუტე იტალიაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, რათა განეხილათ თავდაცვისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები. რუტე ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ ცდილობს, გაზარდოს ომში ჩართული ქვეყნის, უკრაინის მხარდაჭერა. იგი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, უფრო მეტი თანხა გამოყონ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერისა და წვრთნების უზრუნველსაყოფად ისინი აყალიბებენ ნატოს ახალ გუნდს, რომელიც უახლოეს თვეებში დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, ნატო შეასრულებს პირობას და 2024 წელს 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს უკრაინას. ისინი აუცილებლად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან უკრაინის ბრძოლა მათი ბრძოლაცაა.

მელონიც ეთანხმება მარკ რუტეს და ნატოში ევროპის უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამბობს, რომ მათი იდეაა, ალიანსის ამერიკული ბურჯის გვერდით აუცილებლად იდგეს ევროპული ბურჯიც. ამ ხედვას იზიარებს ნატოს ახალი გენერალური მდივანიც. ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ გადამწყვეტი მნიშვენელობა აქვს, ერთობლივად იმუშაონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაზე, რომელიც არის ინოვაციური, კონკურენტუნარიანი. ეს სწორედ ის სფეროა,  სადაც ნატოსა და ევროკავშირს შეუძლიათ, ერთმანეთი შეავსონ.

წინა დღით რუტე ასევე შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. შეხვედრაზე მათ განიხილეს, რამდენად იქნება შეერთებული შტატები ჩართული ალიანსის საქმიანობაში იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:29
spot_imgspot_img
Send this to a friend