მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, სანამ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე...

ზელენსკი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, სანამ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე გამოჩნდებიან

31 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, უკვე იმყოფება 8000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი. ისინი რუსულ ძალებს ბრძოლაში დაეხმარებიან.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, სანამ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე გამოჩნდებიან.

ამასთან, ზელენსკიმ იმ ბანაკებზე პრევენციული დარტყმების შესახებ ისაუბრა, სადაც ჩრდილოეთ კორეის სამხედროები წვრთნებს გადიან. უკრაინის ლიდერი დასძენს, რომ კიევმა იცის ამ ბანაკების ადგილმდებარეობა.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია, მოკავშირეების ნებართვის გარეშე გამოიყენოს დასავლური წარმოების შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მისატანად.

“ნაცვლად ამისა, ამერიკა,  ბრიტანეთი,  გერმანია მხოლოდ აკვირდებიან. ყველა უბრალოდ ელოდება, როდის დაესხმებიან თავს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები უკრაინელებს”, – წერს ზელენსკი ტელეგრამარხზე.

31 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, უკვე იმყოფება 8000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული ძალების მხარდასაჭერად ემზადებიან.

შაბათს, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ 7000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსული  შეიარაღებით არიან აღჭურვილი, უკვე გადაიყვანეს უკრაინის მახლობლად მდებარე რაიონებში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ხუთ ადგილას გადიან წვრთნებს.

დასავლელი ლიდერები ჩრდილეოთკორეელი სამხედროების განლაგებას მნიშვნელოვან ესკალაციად აფასებენ, რამაც შესაძლოა შეარყიოს ურთიერთობები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ასევე გზა გაუხსნას მოსკოვიდან ფხენიანში თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გაზარდოს საფრთხეები, რომლებიც  ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს უკავშირდება.

ზელენსკის მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა,  რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლექსანდრ სირკსიმ განაცხადა, რომ მისი სამხედროები რთულ მდგომარეობაში არიან. მათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევის მოგერიება უწევთ.

ჩეხ სამხედრო მაღალჩინოსანთან საუბრის შემდეგ სირსკიმ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ უკრაინულ ქვედანაყოფებს ბრძოლებში დიდი დანაკარგი აქვთ.  მისი თქმით, აუცილებელია რესურსების მუდმივი განახლება.

სირსკის არ დაუზუსტებია, სად მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთი უკვე თვეების განმავლობაში აწარმოებს სასტიკ კამპანიას უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის გასწვრივ და თანდათან კიევს ტერიტორიის დათმობას აიძულებს.

თუმცა, ამავდროულად, მოსკოვი ვერ ახერხებს კურსკის რეგიონიდან უკრაინელი ძალების განდევნას, რომლებიც იქ სამი თვის წინ შეიჭრნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend