ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეწყდა უხეში დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
მათი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციებში მანამდეც ეწერა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო უნდა გამოსწორებულიყო, თუმცა ეს არ მომხდარა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურია და ისინი აპირებენ ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის.