მთავარისაქართველოსაქართველოში ფულადი გადმორიცხვებით იტალია ლიდერობს

საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით იტალია ლიდერობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა. სექტემბერში გადმორიცხვების მხრივ ლიდერი ქვეყანა აღმოჩნდა იტალია, საიდანაც საქართველოში 49,6 მილიონი დოლარი შემოვიდა (17,5%). მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება აშშ (49 მილიონი დოლარი, საერთო მოცულობის 17,3%), მესამე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა (35,8 მილიონი დოლარი, საერთო მოცულობის 12,6%).

საგულისხმოა, რომ ერთწლიან ჭრილში იტალიიდან გადმორიცხვების მოცულობამ 13,5%-ით მოიმატა, აშშ-დან – 17,7%-ით, რუსეთიდან კი – 40%-ით შემცირდა.

უმსხვილესი დონორი ქვეყნების ხუთეულში ევროკავშირის კიდევ ორი სახელმწიფო – გერმანია (გადმოირიცხა 25,5 მილიონი დოლარი) და საბერძნეთი (24,7 მილიონი) შედის. ამ ორი ქვეყნიდან გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 18.5%-ითა და 18,7%-ით გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend