მთავარისაქართველოსაპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას წარადგენს

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება დღეს, 21 ოქტომბერს, გაიგზავნება.

დოკუმენტს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განხილვის შემდეგ დაადასტურა, მმართველი პარტიის 81 წევრი აწერს ხელს.

ცნობილია, რა მიზეზით ითხოვს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. სახელისუფლებო გუნდის მტკიცებით, ქვეყნის პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში ცენტრალური მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

იმისათვის, რომ იმპიჩმენტი შედგეს, მმართველ პარტიას 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხი მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე განიხილება.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენებას ერთწლიან შუალედში მეორედ მოითხოვს. 2023 წლის შემოდგომაზე საკითხი არასაკმარისი ხმების გამო ვერ გადაწყდა – მაშინ საჭირო 100 მომხრის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს 86-მა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend