მთავარიაზიაღაზაისრაელის არმია „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის არმია „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაციას ადასტურებს

ისრაელის არმია ადასტურებს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის, მეტსახელად „ხან იუნისის ჯალათის“ ლიკვიდაციას. ისრაელის სამხედრო რადიოს ცნობით, ოპერაცია ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში ჩატარდა. 62 წლის სინვარი 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა. ის „ჰამასის” ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 31 ივლისს, თეირანში ისმაილ ჰანიე მოკლეს.

„ისრაელის სახელმწიფომ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის, მკვლელობით სამართალი აღასრულა. იაჰია სინვარი ტერორისტია. მისი განადგურება არის გაგრძელება ლიკვიდაციის სერიისა დაწყებული ჰასან ნასრალადან, მუჰამად დეიფამდისა და სხვა ტერორისტების ჩათვლით. ჩვენ მივწვდებით თითოეულ ტერორისტს. იაჰია სინვარის მკვლელობა მკაფიო გზავნილია ჩვენი თითოეული დაღუპული თანამოქალაქისა და დატყვევებულთა ოჯახებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასანადგურებლად, ვინც ზიანი მიაყენა თქვენს საყვარელ ადამიანებსა და ხელი შეუშალა დატყვევებულთა ოჯახებში დაბრუნებას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

ტერორისტული დაჯგუფების პოლიტბიუროს თავმჯდომარის ლიკვიდაციას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. მისი თქმით, „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის მიმდინარეობაში“. მან ღაზის სექტორის მოსახლეობასაც მიმართა.

„სინვარიმ თქვენი ცხოვრება გაანადგურა. ის გეუბნებოდათ, რომ ლომია და მებრძოლია, თუმცა სინამდვილეში ბნელ ოთახში იმალებოდა და ის მოკლეს მაშინ, როცა ჩვენს ჯარისკაცებს პანიკაში მყოფი გაურბოდა. მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვანია ღაზაში ზიანის მომტანი მმართველობის დასასრულებლად“, – განაცხადა ბენიამ ნეთანიაჰუმ.

საპროტესტო აქციის მონაწილე ითხოვს ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გათავისუფლებას, თელ-ავივი, ისრაელი, 17 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Ariel Schalit

„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობას გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც. მისი თქმით, „იაჰია სინვარის ლიკვიდაცია იძლევა საშუალებას, საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზის სექტორში, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება“.

ისრაელის ძალებმა 17 ოქტომბერს ღაზაში ჩატარებული სახმელეთო ოპერაციების დროს „ჰამასის“ კიდევ სამი მებრძოლი მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend