სამოქალაქო სექტორი ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. კანონს, რომელიც ინიციირების დღიდან ამ დრომდე ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მწვავე კრიტიკის საგანია, არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებენ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი დავით ჯავახიშვილი.