Microsoft-ის ცნობით, რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერდამნაშავეების ქსელმა, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ელექტრონულ მოწყობილობაში შეაღწია, რათა სავარაუდოდ, მიეღოთ ისეთ ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარებოდა.
კომპანიის ციფრული საფრთხეების შესახებ ახალი ანგარიშის მიხედვით, აშშ-სა და მის მოკავშირეებზე ჰაკერული თავდასხმების განხორციელების მიზნით, რუსეთი, ირანი და ჩინეთი კიბერკრიმინალებთან უფრო ხშირად თანამშრომლობენ