მთავარიმსოფლიოევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა სამიტი გამართეს

ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა სამიტი გამართეს

ოთხშაბათს ევროკავაშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობისა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე საერთო პოზიციის შესათანხმებლად სამიტი გამართეს.

სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა განმარტეს, რომ შეხვედრის შედეგად საერთო პოზიციის გამომხატველი განცხადების გაკეთება ნაკლებადაა მოსალოდნელი, ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო.

თუმცა ორი მხარე თანხმდება ღაზის სექტორსა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე.

შეხვედრას დაესწრნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, აგრეთვე, სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის ლიდერი. ეს ქვეყნებია: ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ომანი, ქუვეითი და კატარი.

„დღევანდელი სამიტი კრიტიკულ მომენტში იმართება. ჩვენ ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტები დაუყოვნებლივ ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს. ჩვენ ყველამ ვიცით რა რთულია ომის შედეგების გადალახვა, მაგრამ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია კონფლიქტს განვითარება ვამჯობინოთ, ომი თანამშრომლობით, ხოლო მტრობა შესაძლებლობებით ჩავანაცვლოთ“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„დამანგრეველი ომი, რომელიც ისრაელმა აწარმოა და დღემდე აწარმოებს ლიბანსა და პალესტინაში, ომი, რომლის გამოც ომის დანაშაულები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები. ჩვენ გვჭირდება ამ კონფლიქტების დასრულება. ჩვენ გვჭირდება გადავჭრათ პალესტინელების პრობლემა საერთაშორისო ლეგიტიმაციის საფუძველზე. აგრეთვე, საჭიროა შეიქმნას პალესტინის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ღაზასა და ლიბანში, აგრეთვე, ისრაელს მოვუწოდებთ გამოიყვანოს თავისი ჯარი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან“, – ამბობს თამიმ ბინ ჰამად ალ-თან, კატარის ემირი.

სამიტი რამდენიმე საათი გაგრძელდა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გარდა, სავიზო პოლიტიკაც მოიცვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend