მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაპრაღაში ე.წ. „ფაბ ქროლები“ აკრძალეს

პრაღაში ე.წ. „ფაბ ქროლები“ აკრძალეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აკრძალა ე.წ. „ფაბ ქროლები“, რომლის დროსაც ადამიანები ერთ ღამეში, გიდთან ერთად, ბარიდან ბარში დასალევად დადიან.

აკრძალვის მიზანი ჩეხეთის დედაქალაქში ნასვამი ტურისტების რაოდენობის შემცირებაა. სამშაბათს პრაღის საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ტურისტულ სააგენტოებს მსგავსი ტურების ორგანიზება საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე აეკრძალებათ.

პრაღის მოსახლეობა ღამით ბარებში მოსიარულე ნასვამი ტურისტების მიერ გამოწვეული ძლიერი ხმაურის გამო ჩიოდა. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებული ხმაურით გამოირჩევიან ბრიტანელი ტურისტები.

საკრებულოს ეს გადაწყვეტილება დიდ დარტყმას მიაყენებს იმ ტუროპერატორებს, რომლებიც პრაღის, როგორც გართობის ქალაქის იმიჯით სარგებლობდნენ. ქალაქის მერის მოადგილე იმედოვნებს, რომ ამიერიდან პრაღა უფრო მშვიდ და მდიდარ ტურისტებს მოიზიდავს.

პრაღა პირველი ევროპული ქალაქი არ არის, რომელმაც ნასვამი ტურისტების შემცირების მიზნით გარკვეული ზომები მიიღო. გასულ წელს, ნიდერლანდებში ამსტერდამმაც მსგავსი კამპანია წამოიწყო, იმ იმედით, რომ ამსტერდამი ნარკოტიკებით, ალკოჰოლითა და პროსტიტუციით მოტივირებული ტურისტების რაოდენობას შეამცირებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend