მთავარისპორტიქართველი კარატისტების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი კარატისტების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

2024 წლის 9-13 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კარატეს ფედერაციების მსოფლიო გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა მეთოთხმეტე ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის 30 ქვეყნის 2000-მდე სპორტსმენი. საქართველოს დელეგაციის სახელით კი 23-მა კარატისტმა იასპარეზა.

შეჯიბრი კარატეს ორ სახეობაში, კატასა და კუმიტეში, გაიმართა.

ევროპის პირველობაზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა წარმატებული გამოდგა, მათ 10 მედალი: 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს: ლუკა შანთაძემ – 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, 75 კგ წონით კატეგორიაში; მერაბ ლომაძემ – 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, 70 კგ წონით კატეგორიაში; ანდრეა ონიანმა – 10-11 წლებს შორის 42 კგ წონით კატეგორიაში; ლუკა ხვედელიანმა – უფროსებს შორის 65 კგ-მდე წონით კატეგორიაში; ალექსანდრე შამუგიამ – პარაინდივიდუალურ კატაში.

II ადგილი და ვერცხლის მედლები აიღეს: ჭაბუკა მახარაძემ – უფროსებს შორის ინდივიდუალურ კატაში; ტარიელ სამხარაძემ – ინდივიდუალურ კუმიტეს +85 კგ წონით კატეგორიაში; თამარ ცინცაბაძემ 10-11 წლებს შორის, 35 კგ წონით კატეგორიაში; საბა სურმანიძემ – 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის, 65 კგ წონით კატეგორიაში.

III ადგილი და ბრინჯაოს მედალი ერგო თათია ფუტკარაძეს 12-13 წლებს შორის – 42 კგ წონით კატეგორიაში; ასევე ბრინჯაოს მედლები გუნდური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვეს ლუკა ხვედელიანმა, ტატო სამხარაძემ და დავით გულოიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend