მთავარიამერიკააშშკალიფორნიაში გიგანტური გოგრების კონკურსი ჩატარდა

კალიფორნიაში გიგანტური გოგრების კონკურსი ჩატარდა

კალიფორნიაში, ნახევარმთვარის ყურეში, გიგანტური გოგრების კონკურსი კიდევ ერთხელ ჩატარდა. უკვე 51 წელია, ეს კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და ის, ვინც ყველაზე დიდ გოგრას გაზრდის, სოლიდური თანხით ჯილდოვდება.

წელს გამარჯვებული ტრევის გიენჯერია, კონკურსანტი მინესოტიდან, რომელმაც პირველი ადგილი უკვე მეორედ დაიკავა. მის მიერ გაზრდილმა გოგრამ შარშან მსოფლიო რეკორდი დაამყარა. იგი თითქმის 1247 კილოგრამს იწონიდა. წელს მის 1120-კილოგრამიან გოგრას მეორე ადგილოსანი სულ რაღაც 2.7 კილოგრამით ჩამორჩა.

„მე 1247 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი მქონდა. ცხადია, ამ რეკორდის გაუმჯობესებაც მინდოდა. მიუხედავად ამისა, ამ კონკურსში გამარჯვება არაჩვეულებრივია. წელს უკეთესი შედეგისთვის საჭირო ამინდები არ გვქონია.

როგორც მითხრეს, მხოლოდ 2.7 კილოგრამით გავიმარჯვე. სასაცილო ისაა, რომ მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა გოგრა ჩემი შარშანდელი თუ შარშანწინდელი თესლიდან გაზარდა. ეს კონკურსი ძალიან სახალისო იყო“, – ამბობს ტრევის გიენჯერი, კონკურსის გამარჯვებული.

პირველ ადგილზე გასული კონკურსანტისთვის ჯილდო თითო ფუნტზე 9 დოლარია, რაც 1120-კილოგრამიანი გოგრის შემთხვევაში 22 000 დოლარს აღემატება. გარდა ამისა, კონკურსის ორგანიზატორებმა დააწესეს დამატებით 30 000-დოლარიანი პრიზი იმ შემთხვევისთვის, თუ წელს კონკურსში გამარჯვებული გოგრა მსოფლიო რეკორდს დაამყარებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend