მთავარისაქართველო„სასამართლოს გუშაგი” აფასებს „ქართული ოცნების“ 12 წელს სასამართლო სისტემაში

„სასამართლოს გუშაგი” აფასებს „ქართული ოცნების“ 12 წელს სასამართლო სისტემაში

“ქართული ოცნების 12 წელი სასამართლოში” – ამ თემაზე დღეს, 15 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ორგანიზებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ორგანიზაციის დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ 12 წლის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, რეფორმებმა, ცვლილებებმა თუ სხვა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა. მისივე შეფასებით, 12-წლიანი მმართველობის შემდეგაც კი ვერ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” ისეთი სასამართლოს შექმნა, სადაც მოქალაქეებისთვის გარანტირებული იქნება დროული, ხარისხიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა უარი თქვა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც ევროკავშირის 9 ნაბიჯის ფარგლებში ერთ-ერთი პირობაა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო განამტკიცებს მოსაზრებას, რომ სასამართლო კლანი მისი მფარველობით მოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend