მთავარიაზიალიბანიისრაელის თავდასხმას ბეირუთზე 22 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდასხმას ბეირუთზე 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბეირუთის მჭიდროდ დასახლებულ არეალებში ისრაელის ორი ავიაიერიშის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 117 კი დაიჭრა. ავიადარტყმების სამიზნე ბეირუთის სხვადასხვა უბანში მდებარე ორი საცხოვრებელი კორპუსი იყო.

ისრაელის სამხედროების თქმით, ამ ადგილებში „ჰეზბოლას“ დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ.

ისრაელის დარტყმები უფრო ხშირია ბეირუთის სამხრეთის გარეუბნებში, სადაც „ჰეზბოლას“ ბაზებია განთავსებული.

გუშინდელი იერიში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობის გაგრძელებაა, რომელმაც პიკს გასულ კვირებში მიაღწია. ისრაელმა გააძლიერა დარტყმები ლიბანზე, ამავდროულად, სექტემბრის ბოლოს სახმელეთო ოპერაციაც წამოიწყო.

ჰებზოლაც“, თავის მხრივ, ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში, უფრო მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში აძლიერებს სარაკეტო დარტყმებს. თავდასხმების გამო შეფერხებულია ყოველდღიური ცხოვრება. დაღუპულია რამდენიმე მოქალაქე.

„ჰეზბოლამ“, რომელიც იდეოლოგიურად ახლოსაა „ჰამასთან“, პალესტინელთა მხარდაჭერის მიზნით ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება გასული წლის 8 ოქტომბერს დაიწყო. სროლების შედეგად საზღვრის ორივე მხარეს ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend