მთავარიმსოფლიო“რამშტაინის ფორმატი” გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რამშტაინის ფორმატი” გაურკვეველი ვადით გადაიდო

გერმანული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

როდის გაიმართება სამიტი ახალი თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

გუშინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი ქარიშხალ „მილტონის“ გამო გააუქმა.

ამასთან, ქარიშხალ „მილტონის“ გამო „რამშტაინის“ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც არ დაესწრება.

იგეგმებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებდა, რომელშიც პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend