მთავარიაზიაისრაელი„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა

მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“  2023 წლის შვიდ ოქტომბერს ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, ისრაელის მთავრობა იძულებული გახდა, საპასუხო ნაბიჯები გადაედგა და მძევლების გათავისუფლების მიზნით დაერტყა „ჰამასისთვის“  და ბოლომდე გაენადგურებინა იგი. საინტერესოა, მიაღწია თუ არა ისრაელმა თავის მიზანს? თვეების განმავლობაში მიმდინარე მძიმე ბრძოლების შედეგად ისრაელის ძალებმა კონტროლი დაამყარეს…

ფილადელფის დერეფანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია ეგვიპტისა და ღაზის საზღვარზე.

ფილადელფის დერეფანი – TSAFRIR ABAYOV/AP

ფილადელფიის ხაზზე ისრაელის ძალების განლაგებამ შექმნა სტრატეგიული კავშირი ღაზასა და სამხრეთ ლიბანს შორის, რამაც „ჰებზოლასგან“ თავდასხმების პროვოცირება გამოიწვია.

ამავე დროს ისრაელს ფილადელფიის დერეფანი სჭირდებოდა პალესტინელებისთვის მიწოდების ხაზის გასაწყვეტად და გვირაბების „ჰამასის“ მებრძოლებისგან  გასაწმენდად.

2023 წლის 7 ოქტომბერს, მოულოდნელად, ისრაელის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ტერორისტული აქტი განხორციელდა.

1948 წლის შემდეგ ეს პირველი ინტერვენცია იყო  ქვეყნის ტერიტორიაზე. „ჰამასის“ მეთაურობით, პალესტინელ მებრძოლთა ჯგუფები ღაზიდან თავს დაესხნენ ისრაელს ყველა მხრიდან: ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან, რის შედეგადაც 1195 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 815 მშვიდობიანი მოსახლე იყო. მათ მძევლად  251 პირი აიყვანეს.

ისრაელის ომის კაბინეტმა იმავე დღეს დაიწყო ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ისრაელის ტერიტორიის პალესტინელი თავდამსხმელებისგან გაწმენდა, მძევლების გათავისუფლება და  „ჰამასის“ განადგურება.

ერთი წლის შემდეგ კი სასტიკი ბრძოლების შედეგად 35 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან 7500 ბავშვი იყო. განადგურებულია საავადმყოფოები, სკოლები და სხვა დაწესებულებები. დაიღუპა ისრაელის თავდაცვის ძალების 800 წევრი.

ისრაელის დაბომბვის შედეგად დაშავებული პალესტინელები გადაჰყავთ ალ აქსას ჰოსპიტალში, ღაზის სექტორი, 22 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo

31 ივლისს თეირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ამ დროისთვის გათავისუფლებულია 100-ზე მეტი მძევალი, 70 კი დაღუპულად მიიჩნევა. თუმცა „ჰამასი“ მაინც არ არის განადგურებული.

ისრაელის მთავრობაში ფიქრობენ,  რომ „ჰამასმა“ შესაძლოა დასავლეთ სანაპიროზეც დაამყაროს კონტროლი.

ლუისის უნივერსიტეტის პროფესორის გრეგორის თქმით,  ის, რომ იქ არჩევნები არ იმართება, იმის ნიშანია, რომ „ჰამასის“ მსგავსმა ექსტრემისტებმა შესაძლოა კონტროლი დაამყარონ დასავლეთ სანაპიროზეც.

აქ მცხოვრები პალესტინელები ეწინააღმდეგებიან მათ ტერიტორიებზე ისრაელის ულტრანაციონალისტური დასახლებების შექმნას, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს „ჰამასის“ სტრატეგიას, რომელიც  დასავლეთ სანაპიროზე კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend