ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედია ორგანიზაციის, MTVA-ის მთავარ ოფისთან აქციას მართავს.
საპროტესტო აქცია გამოჩენილი უნგრელი ოპოზიციონერის, პიტერ მაგიარის ორგანიზებულია.
მაგიერი შენობაში შევიდა და პირდაპირ ეთერში თავისი პარტიის მიერ მედიის 16-პუნქტიანი რეფორმის წაკითხვა სცადა, თუმცა ის შენობიდან გაიყვანეს.
უნგრელი და საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ ევროკავშირს, რომ უნგრეთში მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების დახმარებით რამდენიმე მედიის საკონტროლო პაკეტი შეიძინა და პროსამთავრობო მედია იმპერია შექმნა.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, დღეისთვის ორბანის პარტია უნგრეთის მედია ბაზრის 80%-ს აკონტროლებს. ამავე ჯგუფმა 2021 წელს ვიქტორ ორბანს „მედიაზე მონადირე“ უწოდა..