მთავარიტექნოლოგიამაშველი რობოტები ავსტრიიდან

მაშველი რობოტები ავსტრიიდან

ეს რობოტი შექმნილია იმისთვის, რომ შენობების შიგნით 3-D რუკა დახაზოს. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სამაშველო ოპერაციებისას შესაძლებელია ადამიანის ისეთ ადგილებში გადარჩენა, სადაც ადამიანი ვერ აღწევს.

„რობოტისთვის ჩვენ სწავლების ტრადიციულ მეთოდებს ვიყენებთ. ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ამ რობოტის შესაძლებლობები. დღეს თანამედროვე რობოტები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ბევრს სწავლობენ. მათ შეუძლიათ სიარული, კიბეებზე ასვლა და ჩასვლა. ეს ყველაფერი თანამედროვე ტექნოლოგიის ნაწილია,” – ამბობს ვირტუალური რეალობის პროფესორი, ჰანეს კაუფმანი.

ხელოვნურ ინტელექტსა და მის განვითარებაზე ბევრი მუშაობს, თუმცა ზოგს მისი ეშინია. ვენის რობოტიკის ლაბორატორიაში მიაჩნიათ, რომ სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.

„დედაჩემი ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, წერილები რომ დაეწერა. ის 85 წლის იყო. თუმცა ზოგს იმის ეშინია, რომ ბევრი სამუშაოს დაკარგავს. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს მოიცავს. უნდა განვსაზღვროთ, თუ რისთვის არის ის კარგი? საჭიროა მისი გონივრულად გამოყენება. მას შეუძლია დახმარება იმ შემთხვევაში, სადაც ჩვენ უუნარონი ვართ. თუმცა, მართალია, ის ბრმად არ უნდა გამოვიყენოთ. უნდა გავიგოთ, როგორ მუშაობს ის”, – ამბობს ვირტუალური რეალობის პროფესორი, ჰანეს კაუფმანი.

მიუხედავად საზოგადოების შიშისა, რომ  ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილებს შეამცირებს, ვენის ლაბორატორიაში მიაჩნიათ, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში მას გაცილებით დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend