მთავარიაზიაირანირუსეთის პრემიერ-მინისტრი თეირანს სტუმრობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი თეირანს სტუმრობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი ოფიციალური ვიზიტით თეირანს სტუმრობს. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს (IRNA) ცნობით, მიშუსტინს თან ახლავს კრემლის მაღალჩინოსნების დელეგაცია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ირანის ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფს შეხვდა. როგორც არეფმა განაცხადა, კმაყოფილია ორი ქვეყნის თანამშრომლობით და აღნიშნა, რომ ირანის ახალი მთავრობა მზადაა, რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმაოს.

დასავლეთის ქვეყნები თეირანს მოსკოვისთვის იარაღის, მათ შორის დრონების, მიწოდებაში ადანაშაულებენ. რუსეთი ირანული წარმოების „შაჰედის” დრონებს 2022 წლიდან იღებს და მათ უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend