მთავარისაქართველო„საქართველო ბოდიშს არ მოიხდის” - მიხეილ სააკაშვილი

„საქართველო ბოდიშს არ მოიხდის” – მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

თავად მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის დროს, ძირითადად, პარტია „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებაზე ისაუბრა ოკუპირებული ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის საკითხზე. მისი განცხადებით, არც საქართველო და არც თავად ბოდიშს არ მოიხდის, რადგან მოსაბოდიშებელი არაფერია. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ ინტერესებს ატარებს და ამ განცხადებით ცდილობს, ოკუპირებული რეგიონების აღიარება გაუმარტივოს რუსეთს.

„დღეს აქტუალურია ბოდიშის მოხდა. საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს. დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშის მოხდის დრო არ არის. დღეს არის სიძლიერისა და საკუთარი სიმართლის გატანის დრო…

საქართველოს ჰყოლია სუსტი მმართველები, მაგრამ ისტორიაში არასდროს ჰყოლია მოღალატე მმართველები“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend