მთავარისაქართველოაგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან, იტალიიდან და რუსეთიდან გადმოირიცხა

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან, იტალიიდან და რუსეთიდან გადმოირიცხა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილები უმნიშვნელოდ შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზაფხულის ბოლო თვეს უცხოეთიდან 291 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის მონაცემს 2,5%-ით ჩამოუვარდება (ივლისში 298 მილიონი დოლარი გადმოირიცხა).

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აგვისტოში აშშ-დან შემოვიდა (50,8 მილიონი დოლარი, მთელი მოცულობის 17,1%), რომელსაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება იტალია (49,2 მილიონი, 16,9%), მესამე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა (42,6 მილიონი, 14,6%).

უმსხვილესი დონორების პირველ ხუთეულში ევროკავშირის კიდევ ორი სახელმწიფო შედის – გერმანია (25,4 მილიონი) და საბერძნეთი (22,3 მილიონი).

რაც შეეხება გადარიცხვებს, აგვისტოში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 33 მილიონი დოლარი გადაირიცხა, აქედან ყველაზე მეტი თურქეთში (7 მილიონი), აზერბაიჯანსა (4,7 მილიონი) და რუსეთში (3,8 მილიონი).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend