მთავარიევროპაუკრაინაუკრაინულმა დანაყოფებმა დონეცკის მახლობლად რუსული იერიშების შედეგად დანგრეული ეკლესია მოინახულეს

უკრაინულმა დანაყოფებმა დონეცკის მახლობლად რუსული იერიშების შედეგად დანგრეული ეკლესია მოინახულეს

ნანგრევებშია მოყოლილი ხატები და ფრესკები. ეს დონეცკის რეგიონში ერთ-ერთი ეკლესიაა, რომელიც რუსული საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა. ეკლესია, რომელიც 110 წლის წინ სოფელ ნოვოეკონომიჩნეში აშენდა, უკრაინის სპეციალური დანაყოფის „თეთრი ანგელოზის“ ჯარისკაცებმა მოინახულეს. ეკლესიის გუმბათი სრულიად განადგურებულია, ხოლო ხატების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი.

„ეკლესიების ნგრევა ავდიივკაში ჩვენს მშობლიურ ეკლესიაში დაიწყო. ახლა სოფელ ნოვოეკონომიჩნეში არსებული ეკლესია გახდა სამიზნე და განადგურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ეკლესია მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა, მაგრამ ახლა ის რუსეთის არმიამ გაანადგურა“, – ამბობს სპეციალური დანაყოფის „თეთრი ანგელოზი” მაიორი გენადი იუდინი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა სამხედროებმა ეკლესია 8 ივლისის საჰაერო იერიშებისას დაბომბა.

უკრაინის მთავრობა კი დასავლეთს მოუწოდებს, სამხედრო სამიზნეების განადგურების მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცენ. უკრაინის მხარის განცხადებით, ეს რუსეთის შეტევების შესაკავებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend