მთავარისაქართველოაფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოეხმაურნენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ე.წ. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „თუ ეს ბოდიში გამყარებულია რეალური ნაბიჯებით შერიგებისკენ, წარსულის შეცდომების გადაფასებასა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ მობოდიშებისკენ, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდების უარყოფასა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, ეს შეიძლება გახდეს პროცესის დასაწყისი, რომელიც მშვიდობიანი არსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიდის…

ივანიშვილის განცხადება აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შიდა გადაფასებისა და შეცდომების აღიარების რესურსი, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენს ურთიერთობებში”.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი გულწრფელია თავის განზრახვებში და იპოვის სწორ სიტყვებს აფხაზ ხალხთან ურთიერთობისთვის. ასევე იმედი აქვთ, რომ საქართველო ხელს მოაწერს საერთაშორისო გარანტიების დოკუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend