მთავარიმსოფლიოკრემლის საზღვაო მანევრები

კრემლის საზღვაო მანევრები

იაპონიის ზღვაში გამართულ სწავლებაში კრემლის 15-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და 10-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სწავლების სცენარით გათვალისწინებული იყო უპილოტო საფრენი აპარატების, უპილოტო საზღვაო დრონების მოგერიება, ასევე გათვალისწინებული იყო წყალქვეშა ხომალდების აღმოჩენისა და განადგურების ამოცანები, საჰაერო სამიზნეებზე მოქმედება და სატელეკომუნიკაციო საშუალებების დახვეწა.

იაპონიის ზღვის პარალელურად საზღვაო სწავლება გაიმართა ბარენცის ზღვაში ორი საზღვაო ხომალდის მონაწილეობით და კამჩატკის ნახევარკუნძულთან, სადაც წყალქვეშა ხომალდების საწინააღმდეგო თვითმფრინავებმა დანაღმული ველის მოწყობის სწავლება გაიარეს და ჯამში 50-ზე მეტი სასწავლო ნაღმი ჩამოაგდეს საზღვაო აკვატორიაში. კრემლის ეს მანევრები 10 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე გრძელდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend