მთავარიევროპათურქეთითურქეთის სამხრეთ რეგიონში უზარმაზარი ღრმულები ჩნდება

თურქეთის სამხრეთ რეგიონში უზარმაზარი ღრმულები ჩნდება

თურქეთის სამხრეთის კონიას რეგიონში, რომელიც თავისი ხორბლის მინდვრებითაა ცნობილი, ბოლო დროს მიწაში დიდი ზომის ღრმულები ჩნდება. ეს კი საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ასევე უახლოვდება დასახლებულ ადგილებს.

ბოლო ინფორმაციით, ასეთი ორმოების რაოდენობა უკვე 2600-ს გადასცდა. როგორც ვარაუდობენ, უმეტესობა გვალვისა და მიწისქვეშა წყლების უკონტროლო გამოყენებას უკავშირდება.

„ღრმულების შემსწავლელი კვლევითი ცენტრის” დირექტორი აცხადებს, რომ ეს ფენომენი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, თუმცა ადამიანის საქმიანობა მათი რაოდენობის ზრდას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend