მთავარიკუბისამხრეთ კორეაში „ტელეგრამზე" გავრცელებული ყალბი ამბების საქმეს იძიებენ

სამხრეთ კორეაში „ტელეგრამზე” გავრცელებული ყალბი ამბების საქმეს იძიებენ

სამხრეთ კორეაში პოლიციამ დაიწყო გამოძიება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ პორნოგრაფიულ ვიდეოებზე, რომლებიც „ტელეგრამზე” გავრცელდა. მასალები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა, რის გამოც განახლდა დისკუსია AI-ს უკონტროლო განვითარებასა და „ტელეგრამის” საშიშროებაზე.

სამხრეთ კორეის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებმა „ტელეგრამზე” შექმნეს ჩატი, სადაც ერთმანეთს უზიარებდნენ ყალბ პორნოგრაფიულ მასალას, ანუ AI-ით შექმნილ ვიდეოს. არსებული ინფორმაციით, მათ ბოლო კვირების განმავლობაში მიიღეს 88 სარჩელი ე.წ. deepfake-ს გავრცელების შესახებ და გამოავლინეს 24 ეჭვმიტანილი.

„ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი მიმდინარე წლის აგვისტოში საფრანგეთში ჩასვლის დღეს დააკავეს. რუსეთში დაბადებულ ბიზნესმენსა და მის მიერ შექმნილ „ტელეგრამს” ადანაშაულებენ ისეთი კრიმინალური შინაარსის ამბების გავრცელებაში, როგორიც არის ნარკოტიკების გაყიდვა, პორნოგრაფიული მასალები და ტერორიზმი. საფრანგეთში დუროვს ბრალს სდებენ, რომ არ თანამშრომლობს ძალოვან სტრუქტურებთან ეჭვმიტანილების გამოსავლენად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend