მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დანიშნავს ევროკომისარს, რომელიც ბლოკის გაფართოებაზე იმუშავებს

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დანიშნავს ევროკომისარს, რომელიც ბლოკის გაფართოებაზე იმუშავებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ მე-19 სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროპა ახლა 1989 წლის მსგავსად გარდამტეხი მოვლენების მომსწრეა და გაფართოება კვლავ მოექცევა პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში.

„გაფართოება არის საკითხი, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობასა და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ მე დავნიშნავ შესაბამის კომისარს გაფართოების საკითხზე სამუშაოდ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია ევროპულ უსაფრთხოებაში გეოპოლიტიკური მეტოქეობის ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend