მთავარიევროპანიდერლანდებიტექნიკური ხარვეზის გამო, ნიდერლანდების მეორე უდიდესი აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია

ტექნიკური ხარვეზის გამო, ნიდერლანდების მეორე უდიდესი აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია

ტექნიკური ხარვეზის გამო ნიდერლანდების მეორე უდიდეს ეინდჰოვენის აეროპორტში 20-მდე ფრენა გადაიდო, ხოლო რამდენიმე ამსტერდამსა და ბრიუსელში გადამისამართდა.

„ჩვენი ფრენა უკვე ორჯერ გადაიდო. პირველად მათ ფრენა შუადღემდე გადაგვიდეს. ახლა კი პირველ საათამდე, ამიტომ უკვე ისიც კი არ ვიცით, გავფრინდებით თუ არა“, – განაცხადეს მგზავრებმა აეროპორტში.

ტექნიკური გაუმართაობა დაფიქსირდა თავდაცვის სამინისტროში, რამაც აეროპორტისა და სხვა გადაუდებელი სერვისების გათიშვა გამოიწვია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ ტექნიკური პრობლემა არ იყო გამოწვეული ჰაკერული თავდასხმისგან.

„ამის ნიშნები არ გვაქვს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო ჯერ ამის შესახებ არაფერს ამბობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეინდჰოვენის აეროპორტის ობიექტები თავდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად გამოიყენება. ამ ეტაპზე გაურკვეველია თუ რამდენ ხანში გამოსწორდება ტექნიკური პრობლემები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend