მთავარისაქართველოჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე უარს ამბობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე უარს ამბობს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირებაზე უარს ამბობს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქარტიის რიგგარეშე კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – განაგრძოს სამართლებრივი ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად.

„ეს კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას“,  – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები 1 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend