მთავარიაზიაბანგლადეშიინდოეთის პრემიერ-მინისტრი ბანგლადეშში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ბანგლადეშში არსებულ ვითარებაზე საუბრობს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, მეზობელ ბანგლადეშში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, ინდოეთის დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოში ხელისუფლების შეცვლასა და ინდუსებსა და სხვა უმცირესობებზე თავდასხმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინდოეთს ბანგლადეშში არსებული არეულობა აწუხებს.

მოდიმ თქვა ისიც, რომ ინდოეთი მეზობლის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„იმედი გვაქვს, რომ ბანგლადეშში ვითარება მალე დასტაბილურდება… ინდოეთს არა ომის, არამედ მშვიდობის სჯერა“მ – აღნიშნა ნარენდრა მოდიმ სიტყვით გამოსვლისას.

5 აგვისტოს ინდოეთში გაიქცა ბანგლადეშის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეიხ ჰასინა. თანამდებობიდან გადადგომასა და ქვეყნის დატოვებას წინ რამდენიმე კვირიანი ძალადობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა.

სავარაუდოდ, ჰასინა ბანგლადეშში იქამდე დარჩება, ვიდრე არ გადაწყვეტს, სად მოითხოვს თავშესაფარს.

„როგორც მეზობლებს, ბანგლადეშში განვითარებული მოვლენები გვაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ ვითარება მალე დასტაბილურდება და უზრუნველყოფილი იქნება ინდუსებისა და სხვა უმცირესობების უსაფრთხოება. როგორც მათ კეთილისმსურველებს, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბანგლადეშის განვითარებაში საკუთარ წვლილს შევიტანთ“, – ამბობს ნარენდრა მოდი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend