პარიზში მაღალი ტემპერატურაა. ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასწრება განსაკუთრებით რთული დახურულ დარბაზებშია. საფრანგეთის დედაქალაქში მცხუნვარე მზის გამო ტემპერატურა 36 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დროს პარიზში წვიმდა, ზოგიერთი შეჯიბრება გადაიდო კიდეც, თუმცა ბოლო დღეებში ამინდი გაუმჯობესდა.
პარიზში შეკრებილი გულშემატკივრები გამაგრილებელი სასმელებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ მაღალ ტემპერატურას.
ტემპერატურის მატება გავლენას იქონიებს არა მხოლოდ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებზე, არამედ მაყურებლებზე, ტურისტებსა და თავად პარიზელებზე.
Meteo France მოქალაქეებს მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის დროს მოერიდონ გარეთ გასვლას და დალიონ რაც შეიძლება ბევრი წყალი.