მთავარიევროპაუკრაინაკიევში რამდენიმე ათასმა ჯარისკაცმა ოლენივკის ციხის ყაზარმებში დაღუპულებს პატივი მიაგეს

კიევში რამდენიმე ათასმა ჯარისკაცმა ოლენივკის ციხის ყაზარმებში დაღუპულებს პატივი მიაგეს

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეიკრიბა. მათ პატივი მიაგეს ორი წლის წინ ოლენივკის ციხის ყაზარმებში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული უკრაინელების ხსოვნას.

ცერემონიაზე გამომსვლელებმა  უკრაინის მთავრობას მოუწოდეს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან სამხედროების გასათავისუფლებლად.  აზოვის ბრიგადის ჯარისკაცებს ერთ წელზე მეტია ტყვეთა გაცვლის პროცესი არ შეხებიათ.

ჯარისკაცების აზრით, ოლენივკის აფეთქება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელია.

,,მე ვიყავი ამ ყაზარმაში, რომელიც აფეთქდა. ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ბიჭები იმ სხვა  ბიჭების მკლავებში, რომლებიც მათ დახმარებას ცდილობდნენ. მათ  ერთმანეთი გამოჰყავდათ, ვის შეეძლო ამის გაკეთება?!  ეს ყველაზე მტკივნეული იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან არასდროს მიგრძნია თავი ისე უმწეოდ, როგორც იმ მომენტში“, – განაცხადა აზოვის ბრიგადის სერჟანტმა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ოლენივკის ციხის აფეთქებაში უკრაინაა დამნაშავე.   თუმცა მტკიცებულებებისა და  ,,ასოშიეიტიდ პრესის“ გამოძიების თანახმად, აფეთქება რუსეთის ძალებს უკავშირდება.

გამოიკითხა ათზე მეტი ადამიანი, რომელთაც უშუალოდ იცოდნენ თავდასხმის დეტალები, მათ შორის იყვნენ გადარჩენილები,  დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახები და გამომძიებლები.

აფეთქებიდან ორი წლის შემდეგ ბევრმა უკრაინელმა ჯერ კიდევ არ იცის,  ზუსტად რა მოხდა.

დემონსტრანტები  ასევე ითხოვდნენ იმ უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლებას, რომლებიც აზოვსტალის ფოლადის საწარმოს იცავდნენ  და 2022 წელს, მარიუპოლის დაცემისას,  ტყვედ აიყვანეს. რუსეთმა აზოვის ბრიგადის სულ მცირე 900 ჯარისკაცი დაატყვევა.

კიევში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „გაათავისუფლე აზოვი“. დემონსტრანტები ყოველ კვირა  ატარებენ აქციებს და მოუწოდებენ  უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტ ზელენსკის, დროულად დააბრუნონ უკრაინელი ტყვეები სახლში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend