მთავარიმსოფლიოშეგიძლია იყო ოლიმპიელი? - პასუხს ხელოვნური ინტელექტი გეტყვით

შეგიძლია იყო ოლიმპიელი? – პასუხს ხელოვნური ინტელექტი გეტყვით

ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა სფერო მოიცვა, გამონაკლისი არც სპორტი და პარიზის ოლიმპიური თამაშებია. საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე სტად დე ფრანსზე მოწყობილ ჯიხურში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენი სხეულის შესაძლებლობები და გაარკვიოთ, რომელ სპორტში გაქვთ წარმატების ყველაზე დიდი შანსი. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი თქვენი სხეულის შესაძლებლობებს სპორტის 12 სხვადასხვა სახეობაში შეამოწმებს, მათ შორის ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და სპრინტში.

ტექნოლოგია არ არის მხოლოდ ოლიმპიური თამაშების მაყურებლისთვის: მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოავლინოს სპორტული ნიჭი და შექმნას შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ეს ტექნოლოგია უკვე გამოცადეს სენეგალში, სადაც ოლიმპიურმა კომიტეტმა სმარტფონებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით 1000-მდე ბავშვი შეაფასა იმის დასადგენად, რომელს ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი, გამხდარიყო ოლიმპიელი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend