მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთში უარყოფენ, რომ საიდუმლო სამხედრო გარიგება შედგა ირანთან

სომხეთში უარყოფენ, რომ საიდუმლო სამხედრო გარიგება შედგა ირანთან

სომხეთი უარყოფს ცნობებს იმის თაობაზე, რომ ხელი მოაწერა საიდუმლო სამხედრო ხელშეკრულებას ირანთან, რაც გულისხმობდა 500 მილიონი დოლარის ღირებულების შაჰიდის დრონებისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესყიდვას თეირანიდან.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ ეს ცნობები „ფიქციური და მცდარია”.

ერთი დღით ადრე გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულმა, საუდის არაბეთთან დაკავშირებულმა Iran International-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საიდუმლო შეთანხმების ფარგლებში თეირანი გეგმავდა, სომხეთისთვის გადაეცა 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დრონები და რაკეტები. წყარო ასევე წერდა, რომ საუდუმლო გარიგება მოიცავდა სავარაუდოდ ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო თანამშრომლობასა და ირანული ბაზების განთავსებას სომხეთის ტერიტორიაზე.
ეს განცხადებები ხდება იმ ფონზე, როცა აშშ ზრდის ზეწოლასა და სანქციებს ირანის სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ. თავის მხრივ კი, სომხეთი ცდილობს, უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ვაშინგტონსა და ბრიუსელთან.

ამასთან, ერევანი, რომელიც დიდწილად დამოკიდებული იყო რუსეთის შეიარაღებაზე, ახლა ცდილობს, თავდაცვის მარაგების დივერსიფიკაციას და ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთსა და ინდოეთთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend