მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთი ევროკავშირის კიდევ ერთი ფონდის დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთი ევროკავშირის კიდევ ერთი ფონდის დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთი გეგმავს დაბლოკოს თანხის გადახდა ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც კიევს საბრძოლო მასალები მიაწოდეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ფონდი დაბლოკილი იქნება იქამდე, სანამ კიევი არ დაუშვებს ნავთობის მილსადენის “დრუჟბის” გახსნას.

ამ ნავთობსადენით უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული კომპანია “ლუკოილისგან” ნედლ ნავთობს იღებდნენ. მისი დაბლოკვის გადაწყვეტილება უკრაინამ გასულ თვეს მიიღო.

სიიარტოს თქმით, „სანამ უკრაინა ამ საკითხს არ მოაგვარებს, ყველამ უნდა დაივიწყოს ევროპული სამშვიდობო ფონდის მიერ გამოყოფილი 6,5 მილიარდი ევროს კომპენსაცია.”

უნგრეთი უკვე წელიწადზე მეტია სხვადასხვა მიზეზით აფერხებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ამ თანხების გადარიცხვას, რაც ევროპელი ლიდერების აღშფოთებას იწვევს. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ბუდაპეშტის ქმედებები სამარცხვინოა.

ბუდაპეშტი ნავთობის 70 პროცენტს რუსეთიდან იღებს. ამ მოცულობის ნახევარი კი მას სწორედ რუსული კომპანია “ლუკოილისგან” მიეწოდება.

ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, უნგრეთსა და სლოვაკეთს ჯერ კიდევ შეეძლოთ შეესყიდათ რუსული ნავთობი, სანამ ალტერნატიულ მომწოდებელს იპოვიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend