უკრაინის შეიარაღებული ძალები უახლოეს დღეებში დამატებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს. საუბარია როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიული დანიშნულების სისტემებზე. კომპლექსური საჰაერო თავდაცვის საშუალებები მოიცავს როგორც „პეტრიოტებს, ასევე „ნასამსის“, „ჰოუკის“, „აირის-თისა” და „გეპარდის“ სისტემებს. გადაწყვეტილება მიღებულია, ნატოს ვაშინგტონის სამიტის მიმდინარეობისას თეთრმა სახლმა 5 ქვეყნის პირველი პირის ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების ახალი პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი უკრაინის პრეზიდენტთან ერთად აცხადებენ:
„მზად ვართ, უკრაინას მივაწოდოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რადგან ის თავს იცავს რუსეთის მიზანმიმართული იერიშებისგან, რომელიც მიმართულია უკრაინული ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ვაცხადებთ, რომ ერთობლივად მივაწვდით უკრაინას დამატებითი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, პატრიოტის სისტემებს აშშ-ისგან, გერმანიისა და რუმინეთისგან. ასევე ამავე საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტებს ნიდერლანდებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. უკრაინას საჰაერო თავდაცვის იტალიურ სისტემებს გადასცემს იტალიაც. საუბარია „ასტერის“ ტიპის სტრატეგიულ სისტემაზე. კოორდინაციაში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან, რომ ეს სისტემები სწრაფად განთავსდეს პოზიციებზე. გარდა ამისა, მომდევნო თვეში ამერიკის შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ, უკრაინას მიაწოდონ ათობით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა. გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერია და ურყევი“.
We continue our work in Washington and are soon expecting a decision on F-16s to increase the number of aircraft available to Ukraine. Yesterday, we secured 5 more Patriot systems and dozens of other air defense systems. Today, a decision on aircraft is also expected.
We will… pic.twitter.com/pBXjBPBaZf
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 10, 2024
ნატოს ვაშინგტონის სამიტს დროში დაემთხვა კრემლის მიერ მასირებული სარაკეტო იერიში უკრაინის დიდი ქალაქების წინააღმდეგ. იერიშები არ წყდება. მაგალითად, კრემლის საოკუპაციო არმიამ ბოლო 24 საათში 61 საჰაერო იერიშის დროს 98 ერთეული მართვადი ბომბი გამოიყენა. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდსა და ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა ნებართვა, რომ გამოიყენოს დასავლური შეიარაღება რუსეთის სიღრმეში სამხედრო მიზნებზე ზემოქმედებისთვის.
❝We will also make important decisions for the future on deterrence and defence, on Ukraine, and on how to expand our partnerships in particular with our partners in the Asia-Pacific❞
— Secretary General @jensstoltenberg#NATOSummit | #StandWithUkraine 🇺🇦
— NATO (@NATO) July 10, 2024
„რა თქმა უნდა, გვაქვს ნებართვა, რომ გამოვიყენოთ „ჰაიმარსის” სისტემები, განსაკუთრებით საზღვრის გასწვრივ, ხარკივის ფლანგზე, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე. ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. აქ მხოლოდ მცირე რაოდენობაა იმ რუსული ბაზების, საიდანაც რაკეტებს ისვრიან ყოველდღიურად. მაგალითად, რომ ავიღოთ ხარკივი, თვეში დაახლოებით 3500 მართვად, პლანირებად ბომბს გვესვრიან. როგორ ისვრიან რუსები ამ მართვად ბომბებს? ავიაციის გამოყენებით. საიდან ოპერირებს ავიაცია? ბაზებიდან. ვიცით ეს ბაზები? კი! თუკი ჩვენ გვექნებოდა ასეთი სპეციალური იარაღი, გარკვეული ამ კატეგორიის იარაღი გვაქვს და თუ შეგვეძლება ეს გამოვიყენოთ რუსეთის ტერიტორიაზე ამ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ… ამის უფლება თუ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ ძალიან ძლიერი დახმარების პაკეტს მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის ენერგოობიექტებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აღნიშნავს, რომ დახმარების ახალი პაკეტი არ იქნება მხოლოდ სამხედრო შინაარსის.
ფრონტის ხაზზე კი, ვითარება კვლავ რთულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში 147 საბრძოლო დაპირისპირება მოხდა. განსაკუთრებით აქტიურია კვლავ დონეცკისა და ხარკივის მიმართულებები. რუსულ სამხედრო ბლოგებზე ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნეები ბელგოროდის, კურსკის, როსტოვის, ასტრახანისა და ვოლგოგრადის ოლქებში მდებარეობდა.