მთავარიევროპასაფრანგეთიუმრავლესობის გარეშე დარჩენილი საფრანგეთის პარლამენტი

უმრავლესობის გარეშე დარჩენილი საფრანგეთის პარლამენტი

საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში დაწინაურებული ულტრამემარჯვენეები მეორე ტურში მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ.

პირველ ადგილს მემარცხენეები იკავებენ, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა.

პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტია“, რომელსაც 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 182 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია – 168 მანდატით. მესამე ადგილზე კი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანებაა“,  რომელმაც საფრანგეთის პარლამენტში 143 მანდატის მოპოვება შეძლო.

მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭიროა 289 მანდატი, რომელიც ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო.

საფრანგეთში, სავარაუდოდ, ქაოსური პოლიტიკური პროცესები დაიწყება. რადგან, მემარცხენეების ლიდერი ჟან-ლუკ-მელანშონი ცენტრისტებთან ალიანსს გამორიცხავს და ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, „ახალ სახალხო ფრონტს“ დაავალოს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე განაცხადა. ჯერჯერობით  უცნობია, ვინ დაიკავებს მის ადგილს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend