მთავარიევროპარუსეთირუსეთში სენატორებსა და დეპუტატებს უცხოეთში ნებართვის გარეშე მოგზაურობა აეკრძალებათ

რუსეთში სენატორებსა და დეპუტატებს უცხოეთში ნებართვის გარეშე მოგზაურობა აეკრძალებათ

რუსეთის დუმის ქვედა პალატამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუს სენატორებსა და დეპუტატებს უკრძალავს უცხოეთში ნებართვის გარეშე მოგზაურობას.

მოსკოვში გამართულ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, თავმჯდომარემ ვაჩესლავ ვოლოდინმა იმ პარლამენტარებს, ვინც კანონს ეწინააღმდეგება, საქმიანობის შეცვლისკენ მოუწოდა.

რუსეთის დუმას გადაწყვეტილებით, იმ დეპუტატებსა და სენატორებს, რომლებიც მოგზაურობის გეგმას არ წარადგენენ, მანდატები ჩამოერთმევათ.

კანონპროექტი არ ეხება სახელმწიფო მივლინებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend