მთავარისაქართველოსაქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა მაისში 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა მაისში 8,7 მილიარდი დოლარი შეადგინა

2024 წლის მაისში სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 46 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალ საინვესტიციო პროექტებზე დონორების თანხების ჩარიცხვებს უკავშირდება.

ამ დროისთვის ქვეყნის უმსხვილესი კრედიტორი აზიის განვითარების ბანკია (ამ საფინანსო ინსტიტუტის საქართველოს 2,26 მილიარდი დოლარი მართებს), რომელთან ერთადაც პირველ სამეულში ასევე შედიან მსოფლიო ბანკი (2,1 მილიარდი) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (1,12 მილიარდი).

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, აქ საქართველოს უმსხვილესი კრედიტორები ევროპული სახელმწიფოებიდან საფრანგეთი (768 მილიონი) და გერმანია (605 მილიონი) არიან, აზიიდან – იაპონია (124 მილიონი).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend