მთავარისაქართველოივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2,2% იყო

ივნისში საქართველოში წლიური ინფლაცია 2,2% იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.5%, წლიური ინფლაციის დონემ კი 2,2% შეადგინა.

ცალკეული სასაქონლო ქვეჯგუფების მიხედვით, ფასები წინა თვესთან შედარებით ყველაზე მეტად შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-14,7%-ით), თუმცა წლიურ ჭრილში ეს პროდუქცია გაძვირებულია (+10,2%-ით).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათიდან ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაძვირდა (+30,1%) და ზეთი და სხვა ცხიმები გაიაფდა (-8,5%).

ერთწლიან ინტერვალში ფასებმა მოიმატა ტრანსპორტზე (+11%), სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სეგმენტში (+7,5%) და ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+3,4%).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend