მთავარიკულტურაTbilisi Open Air 2024 - სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი დასრულდა

Tbilisi Open Air 2024 – სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი დასრულდა

სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 დასრულდა და მისი სლოგანი წელსაც უცვლელი იყო – „მუსიკა ათავისუფლებს“. 

მე-15 მუსიკალური ფესტივალი წელს Newcomers- ზე გამარჯვებულმა ბენდმა, Tape visitors-მა, გახსნა. Newcomers ყოველწლიური მუსიკალური პროექტია, რომელიც დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად ტარდება…

„ჩვენ უნდა გავხსნათ Main stage-ი და იქნება ძალიან მაგარი. იმიტომ, რომ გვაქვს ენერგიები, რომლებიც გვინდა დავდოთ და დავხარჯოთ“, – თქვა  სანდრო ფოცხიშვილმა, TAPE VISITORS- ის დრამერმა.

„წელს ვუკრავთ Tbilisi open air-ზე და 7 საათზე Main stage- ს ვხსნით. ემოციები გვაქვს ძალიან მოგროვებული, იმედიც ძალია დიდი გვაქვს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ხალხს ავიყოლიებთ“, – განაცხადა ნიკა ლაფაჩმა, TAPE VISITORS- ის გიტარისტმა.

მუსიკალური ფესტივალის მთავარი ნაწილი საღამოს 7 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა. 21 ივნისს გამომსვლელთა შორის იყვნენ როგორ ქართველი ასევე უცხოელი არტისტები, მათ შორის – MECHANICAL RAINBOW , AURORA,  ARCHIVE , MOKUMOKU და TAPE VISITORS – ი.

“Open Air ფესტივალია, რომელიც თან საერთაშორისოა და ამავე დროს ქართულიცაა. ბევრი ქართული ჯგუფიც მონაწილეობს. მსმენელთა უმეტესობა ყველამ იცოდა ქართული სიმღერების ტექსტები. ქართული მუსიკა ხალხს ნამდვილად უყვარს…

უკვე რამდენიმე წელია ამ ფესტივალზე ვუკრავ, უმეტესად კი MokuMoku-სთან ერთად. ამ ფესტივალმა მომცა საშუალება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მეც და ჩემი მუსიკაც გავაცნო”, – თქვა ტატო რუსია, MOKUMOKU-ის წევრმა.

ფესტივალზე სტუმრებმა მისვლა დაახლოებით 4 საათზე დაიწყეს და საღამოსთვის „ლისი ვონდერლენდის“ ტერიტორია სრულად შევსებული იყო. მათი ნაწილი „ოუფენ ეარზე“ წელს პირველად იყო  ნაწილი კი უკვე წლებია ფესტივალის ერთგული სტუმარია.

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვან და მასშტაბურ ფესტივალზე წელსაც ბევრი სიახლე იყო. მაგალითად ფრიდომ ვილიჯი, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი ესაუბრათ თავისუფლებაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

საფესტივალო დღეს დაემთხვა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში – საქართველო – ჩეხეთის მატჩი. ამ თამაშმა მუსიკოსები თუ სტუმრები საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ დიდ ეკრანთან შეკრიბა.

წელს Tbilisi open air-ის ერთ-ერთი ტრადიცია დაირღვა – სამდღიანმა ფესტივალმა წვიმის გარეშე ჩაიარა. „ოუფენ ეარი“ სტუმრებს 1 წლით დაემშვიდობა –  ფესტივალი  მომავალ წელსაც შეკრებს უამრავ სტუმარს, რომლებსაც მუსიკა კვლავ გააერთიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend