მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული თბილი ჰაერის მასების შედეგად, ევროპის კონტინენტზე ტემპერატურა იზრდება, რაც ზოგიერთ ქვეყანაში ტყის ხანძრებს იწვევს. საბერძნეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ხანძრის ათეულობით  კერა გაჩნდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით,  ცეცხლის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოებში  ასევე ჩართულია 10 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. როგორც ცნობილია,  ხანძარი დაუსახლებელ ადგილას გაჩნდა. ცეცხლი ბუჩქებსა და ზეითუნის ხილის ხეებს მოედო.

სახანძრო სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ხანძრის გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. დაიწვა ორ სახლი, ავტომობილები და რამდენიმე იახტა.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გამხმარი მცენარეების გასატანად ბულდოზერების მოყვანაა საჭირო. მათი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ სახლები დაეწვათ, შესაძლოა, ვინმე დაიღუპოს კიდეც.

ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსული თბილი ჰაერის მასებისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე გასული დღეების განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრის ათეულობით კერა გაჩნდა.

კლიმატის ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროპის კონტინენტზე ნორმასთან შედარებით ტემპერატურა გაორმაგებული სისწრაფით იმატებს.

კვლევების მიხედვით, გასული 20 წლის განმავლობაში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, განსაკუთრებით ზარალდება სამხრეთი ევროპა, სადაც ხშირად ვლინდება ძლიერი სიცხით გამოწვეული უბედური შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend