მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროპარლამენტის ყველაზე გავლენიან ჯგუფებში გერმანელი და იტალიელი პოლიტიკოსები ლიდერობენ

ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიან ჯგუფებში გერმანელი და იტალიელი პოლიტიკოსები ლიდერობენ

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის საბოლოო გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, თუ რომელი ქვეყნების დელეგაციები გაუძღვებიან მთავარ პოლიტიკურ ძალებს.

ბლოკის უდიდეს ჯგუფში, მემარჯვენე-ცენტრისტულ „ევროპის სახალხო პარტიაში’’, გერმანელები თამაშობენ ყველაზე დიდ როლს, ისევე როგორც „მწვანეებში“.

ევროპარლამენტის არჩევნებში, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის პარტიის „იტალიის ძმების“ მიერ მიღწეული წარმატების ფონზე, იტალიას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მემარცხენე-ცენტრისტულ „სოციალისტებსა“ და მემარჯვენე „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პარტიებზე.

ახალი მოწვევის ევროპარლამენტის ყველაზე დიდ ჯგუფებსა და ეროვნულ დელეგაციებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირველებმა დაიკავონ თავმჯდომარეობის პოზიციები და გადამწყვეტი როლი ითამაშონ სხვადასხვა კანონმდებლობის მიღების პროცესში.

ყველაზე დიდ პანევროპულ გაერთიანებებში არ გვხვდება საფრანგეთის დელეგაცია, რომელსაც გამარჯვებულ „ევროპის სახალხო პარტიაში“ მხოლოდ 6 წარმომადგენელი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა 9 ივნისს დასრულდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გადაწყვეტილი არ არის.

ევროკავშირის ჯგუფებს ჯერ ოფიციალურად არ დაუსრულებიათ თავიანთი შემადგენლობის დაკომპლექტება. არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში ახალი ალიანსები ან დაშლილი ჯგუფები ვიხილოთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend