მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეაჩრდილოეთ კორეის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამს ეწვევა

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 წლის განმავლობაში პირველად ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ჩავიდა. მას აეროპორტში ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა.

რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩევლის იური უშაკოვის ინფორმაციით, პუტინს თან ახლდა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის მოადგილე დენის მანტუროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

საავტორო უფლება – AP

როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღებისა და სარაკეტო პროგრამების განვითარების გამო სანქციები დაუწესა.  შეერთებული შტატებისა და დასავლელი პარტნიორების მიერ დასანქცირებულია რუსეთიც უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობა ისეთი მტკიცე აღარ იყო. კიმ ჩენ ინი  ვლადიმერ პუტინს პირველად 2019 წელს რუსეთის აღმოსავლეთის პორტში, ვლადივოსტოკში, შეხვდა.

კრემლში აცხადებენ, რომ  ჩრდილოეთ კორეის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვიეტნამში ჩავა მოლაპარაკებისთვის. შეხვედრაზე ისინი სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend